მამაკაცმა, რომელიც „ფეისბუქის“ მობილური აპლიკაციის შეცდომის წყალობით, სოციალურ ქსელში უცნობი გოგოს პროფილით შევიდა, მოგვიანებით მასზე იქორწინა.
2009 წელს, შულერ ბენსონმა გადაწყვიტა საკუთარი მობილური ტელეფონიდან „ფეისბუქზე“ შესულიყო. თუმცა, გაურკვეველი შეცდომით მომხმარებელ სელესტა ზენდერის პროფილით აღმოჩნდა ქსელში, რომელთანაც არც საერთო მეგობრები ყოლია და არც პირადად იცნობდა.
სიტუაციით გაკვირვებულმა ბენსონმა გოგონას კედელზე, მისივე სახელით დატოვა სტატუსი, სადაც ეკითხებოდა, ვინ იყო და როგორ მოხვდა თავად მის პროფილზე.
მამაკაცი გამოვიდა მისი პროფილიდან და შევიდა საკუთარზე, მოგვიანებით კი მეგობრებში დამატების თხოვნა დაინახა, სწორედ ზენდლერისგან.
საბოლოოდ, წყვილს ბევრი საერთო აღმოაჩდა და მათ მიმოწერა, 2013 წლიდან კი პირადად შეხვედრებიც დაიწყეს. წლის ბოლოს კი იქორწინეს.