LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამამ შვილებისთვის შექმნა კომპანია, სადაც მხოლოდ აუტისტები მუშაობენ

_104874946_officescene

პიტერი, ევანი და ბრაიანი პატარა ტექნოლოგიურ ფირმაში მუშაობენ, რომელიც სანტა მონიკას სანაპიროსთან მდებარეობს და რომელიც ძირითადად ახალი პროგრამების დატესტვით და ხარვეზების აღმოჩენით არის დაკავებული.

გემოვნებით მოწყობილი ოფისი და წყნარი სამუშაო გარემო – ერთი შეხედვით ეს კომპანია არაფრით გამოირჩევა ლოს ანჟელესში, სხვებისგან.

პიტერი ამბობს, რომ სამუშაო გარემო აქ “მშვიდი, მაგრამ მხიარულია”. მას განსაკუთრებით მოსწონს, ის რომ აქ აუცილებელი არ არის ვინმესთან კონტაქტში შევიდეს. ევანი ამბობს, რომ დამსაქმებლები ძალიან დამთმობები და გამგებიანები არიან, ხოლო ბრაიანი ოფისს უნიკალურს უწოდებს.

აუტიკონი – ეს არის კომპანია, რომელზეც პიტერი, ევანი და ბრაიანი საუბრობენ. ეს ფირმა, იმ მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანებს ასაქმებს. კომპანია გრეი ბენისტმა დააარსა, რომელიც ორი აუტისტის მამაა.

“ორივე წარმოუდგენლად ნიჭიერები და ჭკვიანები არიან და მათ უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა, რეალიზება გაეკეთებინათ ამისთვის,” – განაცხადა მან BBC-სთან.

კომპანიამ ამ ფორმით არსებობა 2013 წელს დაიწყო და ახლა ადგილზე 150 თანამშრომელი მუშაობს. გრეის უფროსი ვაჟი, რომელსაც ასევე გრეი ქვია, ახლა ფინანსების განყოფილებაში მუშაობს.

აუტიკონამდე პიტერი “ნორმალურ” ოფისში მუშაობდა, თუმცა ამბობს, რომ ეს მისთვის ნორმალური სულაც არ იყო.

“ძალიან რთული იყო ნავიგაცია და გაგება. მე ვერ შევძელი იქ სოციალური კავშირების დამყარება,” – განაცხადა მან BBC-თან.

იმის მიუხედავად, რომ აქ დასაქმებულებისთვის ერთად მუშაობა ძალიან კომფორტულია, ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ ასეთი სეგრეგაცია შედეგიანი არ არის, ერთად მუშაობით კი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე და ნეირო-ტიპიური ადამიანებიც ერთმანეთისგან ბევრს სწავლობენ.

ექიმ სილბერმენს ამის მაგალითად ბილ გეითსი მოჰყავს, რომელსაც აუტისტური თვისებები ჰქონდა, ახლა კი ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

აუტიკონში პირები 4 კვირიანი სტაჟირების შემდეგ საქმდებიან, რა თქმა უნდა, პერიოდის წარმატებულად გავლის შემთხვევაში. კომპანიაში ამბობენ, რომ ბევრი ამას ვერ ახერხებს, განსაკუთებით მათ უჭირთ მუშაობა, ვისაც ინტერესი არ აქვს და მშობლებს “სამსახურში ძალით მიჰყავთ”.

აუტიკონში, ცოტა ხნის წინ თანამშრომლებმა კაბინეტების ნაცვლად, ღია სამუშაო სივრცე მოითხოვეს. მათ ერთმანეთთან კონტაქტი არ უჭირთ.

ექიმი სილბერმენი ამბობს, რომ აქ მომუშავეები, სავარაუდოდ ცხოვრების ბოლომდე აუტიკონში იქნებიან, რადგან აუტისტები როგორც კი მათთვის კომფორტულ გარემოს პოულობენ, მოძრაობას და განვითარებას აღარ ცდილობენ.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მეასე ადამიანი პლანეტაზე აუტისტური აშლილობისაა. ისინი ხშირად უცნაურად გამოიყურებიან ან საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების შეუსაბამოდ იქცევიან. ამასთან შესაძლოა, ფენომენალური უნარები გამოავლინონ სრულიად განსხვავებულ სფეროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g