LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის კვალდაკვალ – ლილი როუზ დეპი ფრანგულ ,,ოსკარებზე” წარადგინეს

Lily-Rose-Depp

ლილი როუზ-დეპი შესაძლოა ,,პერსპექტიული მსახიობის” ნომინაციაში გამარჯვებული გახდეს.

საქმე ისაა, რომ ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილი, პრესტიჟული კინოპრემიის, ,,სეზარი” ნომინანტთა სიაში მოხვდა. საინტერესოა, რომ ფრანგული ,,ოსკარისთვის” 19 წლის ვარსკვლავი ლუი გარელის ფილმში L’Homme fidèle შესრულებული, ივის როლით იბრძოლებს. რომანტიკულ კომედიაში, რომლის პრემიერა გასული წლის 9 სექტემბერს,  ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 26 დეკემბერს კი საფრანგეთში შედგა, გოგონას პარტინიორობა ლეტიცია კასტამ გაუწია.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში თუ ლილი ნომინაციის გამარჯვებულად დასახელდება, ის ლეგენდარული მამის ფონზე, ოჯახის ისტორიაში შევა. საგულისხმოა, რომ 55 წლის ჯონის ანგარიშზე ამ დრომდე  არც ,,ოქროს კაცი” და არც მოქანდაკე, სეზარ ბალდაჩინის ავტორობით შექმნილი ჯილდოა.

გახდება თუ არა ლილი როუზ-დეპი პირველი სერიოზული პრემიის ლაურეატი, ამას 22 თებერვალს გავიგებთ. სწორედ ამ დღეს პარიზი 44-ედ, ,,სეზარის” დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები