LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ახვლედიანთან საუბრისას ფარული ჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გააკეთა

91

ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დღეს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა – „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თქმით, ფარული ჩანაწერები პირველი არ არის, თუმცა ამ ტიპის მასალა ნამდვილად პირველია. ნიკა გვარამიას განცხადებით, ეს ჩანაწერი თავად გააკეთა ფარულად.

“ეს მოვლენები დაახლოებით ერთი წლის წინ ხდებოდა, როცა ჩვენი საქმის პიკი იყო, ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით ვესაუბრე, მივიღე რჩევა, რომ შესაბამისი ტექნიკით ვყოფილიყავი აღჭურვილი. ყველაზე პრობლემატურია, როგორ მოხდა ჩემ მიერ გაკეთებული ფარული ჩანაწერი ქსელში, ეს ჩანაწერი მაშინვე განადგურდა, იყო ჩემს კომპიუტერში დაცული, ის კომპიუტერი საერთოდ აღარ მაქვს, საქმე გვაქვს ახალ კიბერდანაშაულთან, ყველას გვაქვს ეს ჩანაწერი მოსმენილი, კიდევ რამდენიმე წუთი გრძელდება ეს ჩანაწერი.

“ჩვენთვის პრობლემატურია ჩვენი შიდა ამბების გატანა გარეთ, ორი ვარიანტია, ან შეღწევა ხდება გარედან, ან შიგნით ჰყავს წარმომადგენელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც შიგნიდან გააქვს უკანონოდ მოპოვებული მასალები,”- განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g