LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე – „რუსული გავლენისგან საქართველოს დაცვა – ვიღაცას უნდა, რომ ეს ჩვენი ნარატივი გადაიყვანოს, თითქოს ვიღაცას ომი და დაპირისპირება უნდა, მგონი, ვინც აანალიზებს, კარგად ესმის ის საფრთხე, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს“

122
მამუკა ხაზარაძე

რუსული გავლენისგან საქართველოს დაცვა – ვიღაცას უნდა, რომ ეს ჩვენი ნარატივი გადაიყვანოს, რომ თითქოს ვიღაცას ომი უნდა, ვიღაცას დაპირისპირება უნდა, მე მგონი, ვისაც ესმის და ვინც აანალიზებს, კარგად ესმის ის საფრთხე, რისკენაც მიგვაქანებს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთისკენ მიგვაქანებს, იმ ქვეყნისკენ, რომელიც აგრესორია.

„სწორედ „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს ჩვენ იმ ქვეყანაში, რომელიც ომს აწარმოებს დღეს უკრაინაში, ომი ჰქონდა 2008 წელს, ომი ჰქონდა 90-იან წლებში, ამიტომ, ეს შეტრიალებული ამბავი არის “კაგებეშნიკური” პროპაგანდა. მშვიდობა გვინდა ჩვენ ყველას და მშვიდობა კიდევ ნიშნავს ეკონომიკურ სიძლიერეს, დაბალანსებულ პოლიტიკას, ევროკავშირთან სწრაფ ინტეგრირებას, პარტნიორების აქ შემოყვანას, რომ ვერავინ ხელი ვერ დაგვაკაროს და უბოდიშოდ და უბატონოდ ხმა ვერ გაგვცეს. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ვართ დიდი ერი დიდი წარსულით, დიდი მომავლით, ამიტომ, ეს პროპაგანდა მათ არ გაუვათ.

მე მინდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ მისმენენ „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებიც 12 წლის განმავლობაში იკვებებიან ტყუილებით, არცერთი დანაპირები, რომელიც მათ გააჟღერეს და ბიძინა ივანიშვილი დღეს შუშის კაბინით დადის, ალბათ მართლა წყლის ჩასხმაა საჭირო, არცერთი დანაპირები არ არის შესრულებული. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, დღეს თუ კიდევ ვინმე ფიქრობს მათ ხმა მისცეს, მინდა თავის თავს და ოჯახის წევრებს კითხვა დაუსვას, კიდევ გინდათ ასეთი მატყუარა ხელისუფლების ქვეშ ყოფნა, ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყანა? ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს ამ მდგომარეობაში ყოფნას და თითოეულ თქვენგანს, ჩვენ, შეგვიძლია ეს ამბავი შევცვალოთ 26 ივნისს, 26 ოქტომბერს, უკაცრავად. 26 ივნისს განახლდება ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრირების დოკუმენტი და შევუერთდებით ჩვენ ამას. შემთხვევით არ წამომცდა ეს ციფრი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები