LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: ვადასტურებ, რომ გვისმენენ და ჩანაწერში ჩემი სიტყვები ზუსტად არის აღწერილი

101
მამუკა ხაზარაძე

„ვადასტურებ, რომ გავეცანი ჩანაწერს და ფილიგრანულად ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები,“ – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ინტერნეტში გავრცელებული ფარული ფაილების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ მიტროპოლიტთან, კერძოდ კი, მეუფე თეოდორესთან მას საუბარი 2018 წელს, ან 2019 წლის დასაწყისში ჰქონდა, როცა „თი ბი სი“ ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ, მასიური, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

როგორ „ლელოს“ ლიდერმა ტვ „პირველს“ უთხრა, ის ინფორმაცია, რომელიც დაშიფრულ ფაილებშია, სიმართლეს სიტყვა-სიტყვით შეესაბამება.

გია ვოლსკი: თუ ვინმე ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის, მონაზვნების, მღვდლების, თითოეული ჩვენგანის პირადი ცხოვრების, ეს იყო „ნაცმოძრაობა“

„ვადასტურებ, რომ ჩანაწერში ზუსტად არის აღწერილი ჩემი სიტყვები. ჩემს თავს იმიტომ მივეცი ამის უფლება, რომ მეუფე თეოდორეს დიდ პატივს ვცემ და ის აბასთუმანში ივანიშვილს ხვდებოდა.

მეუფეს ვთხოვე, ივანიშვილისთვის ჩემი გზავნილი გადაეცა, რომ შეეჩერებინა აგრესია ჩემი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.  რა თქმა უნდა, ახლაც მისმენენ და ჟურნალისტებსაც უსმენენ,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები “იქმნება” – ჯაღმაიძე სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების კომენტირებას არ ჩქარობს

ცნობისთვის, ჩანაწერის მიხედვით, ხაზარაძემ ერთ-ერთ მიტროპოლიტს უთხრა, რომ ის „ხელისუფლების მხრიდან იჩაგრება.“

შეგახენებთ, რომ ინტერნეტში სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს თანამშრომლებზე სავარაუდო წერილობითი და აუდიომასალა გავრცელდა. გავრცელებული ფაილები ცალკეული სასულიერო პირების პირად ცხოვრებასა და არასრულწლოვნების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.

მეუფე ნიკოლოზი: ცოტა ხნის წინ ერთმა ადამიანმა გამაფრთხილა, რომ მისმენდნენ… რუსეთიდან ჩემს ანგარიშზე ფულის გადარიცხვა შეუძლებელია

mazda magti 5g