LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძეს იმედი აქვს, რომ კორონავირუსს 31 ოქტომბრამდე დაამარცხებს

173
mamuka 77

პარტია „ლელო  საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხაზარაძეს, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. ამის შესახებ „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს.

„მამუკა ხაზარაძე კვლავ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. თავს ნორმალურად გრძნობს. იმედი გვაქვს, 31 ოქტომბრამდე დაამარცხებს კორონავირუსს და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს“, – აცხადებენ „ლელოს“ პრესსამსახურში.

პარტიაში ასევე ამბობენ, რომ თავად მამუკა ხაზარაძე თავს მხნედ გრძნობს და დისტანციურად აქტიურად მონაწილეობს “ლელოს” წინასაარჩევნო კამპანიაში.

ხაზარაძემ PCR ტესტი 17 ოქტომბერს ჩაიტარა, რადგან დაბალი სიცხე ჰქონდა და ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.

ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა…დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში – მამუკა ხაზარაძე

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები