პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
მდინარაძე წერს, რომ სწორედ ის ადამიანები გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ დაზეპირებული განცხადებებით, რომლებმაც თავად ჩააბარეს რუსეთს საქარტველოს ტერიტორიის 20%.
„რა კითხვას დასვამს „ალტ ინფო“ და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:
რუსეთს – გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
რუსეთს – ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
რუსეთს – მიჰყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
რუსეთს – მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
რუსეთს – ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
რუსებს – პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!
რუსეთსაც – გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
რუსეთთან – არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
რუსებისგან – იღებენ შემოსავალს, – ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან – არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!
საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!“ – წერს მამუკა მდინარაძე.
ნიკა მელია: ლავროვს უხარია, რომ საქართველო კარგავს ევროპულ პერსპექტივას და აღარ მალავს