LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: „სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა პარლამენტის დატოვება უარის თქმა არ მოუწიოთ – თუ ასე არ არის, ეს სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამოჩნდება“

123
მამუკა მდინარაძე

„შეუძლებელია არ სცოდნოდათ როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან ოპოზიციის წევრების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის სურვილთან დაკავშირებით აღნიშნა, მათი განცხადებები სწორედ იმისთვის დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე, რომ რეალურად მანდატების დათმობა არ მოუწიოთ:

ალექსანდრე რაქვიაშვილი: „ოპოზიცია უნდა შევიდეს პირველ სხდომაზე და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ, აღიარონ შეცდომები და აიღონ პასუხისმგებლობა, ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი, ვინაიდან იქ მონები და კლოუნები არიან, ეს არ გამოვა“

„ჩემი მოლოდინი და აზრია, რომ არ არის გამორიცხული ისინი პირველსავე სხდომაზე შემოვიდნენ ან ბევრი მათგანი პირველივე სხდომაზე შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში. თუმცა, ეს შეიძლება არ იყოს სწორი პროგნოზი, ეს 50 50-ზეა, თუმცა, საბოლოოდ, ისინი ფიქრობენ საქართველოს პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად, იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა.

თუ არ იციან, შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს.

შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აპირებს შემოსვლას

შალვა პაპუაშვილი – ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია პარლამენტში აპირებს შემოსვლას

მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ, რომ სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა.

თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივრებს, მათ შორის პრეზიდენტისას, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული უწოდა.

„ამ ბოლო დროს ჩვენ მათგან მივეჩვიეთ მოცემულობებს, რომ გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში 300 ათასი ხმა, რომ არსებობს იმისი საფუძველი, რომ არ დაინიშნოს პირველი სხდომა. აბსოლუტურად გასულები არიან მომსახურების ზონიდან.

პრეზიდენტმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ნორმა არ არსებობს, ჩანაწერი სადმე ან რეგლამენტში ან კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც, რასაც ისინი ლაპარაკობენ, ეს შეიძლება მოხდეს. ანუ თუ ნორმა და სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს, რას აჩერებენ, როგორ აჩერებენ, საერთოდ რას ლაპარაკობენ. რაღაცებს იგონებენ და შეაქვთ სარჩელები, სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g