LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამულიჩა ლელა წურწუმიას საახალწლო გეგმასა და ტრადიციებზე: „ლელა, ეკა კახიანი და მაია ჯაბუა აბანოში დადიან…“

538
page

„ფორტუნას“ დილის სტუმარია მამულიჩა, რომელმაც ლელა წურწუმიას საახალწლო კონცერტებისა და ოჯახური სადღესასწაულო ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

როგორია თქვენი დილა?

კახა მამულაშვილი: ვიღვიძებ 8 საათზე, შემდეგ მივდივარ ლისზე, რაც შეეხება ლელას, როგორც იცით, ძაღლი გვყავს და ყოველ დილით იღვიძებს ადრე, რომ მას აჭამოს. აკირამ დაარეგულირა ლელას ცხოვრება, ადრე იღვიძებს და ადრე იძინებს. სახლშიც ადრე მოდის.

რას გეგმავთ საახალწლოდ, სად იქნება ლელას მოსმენა შესაძლებელი?

აი, ახლაც, მოლაპარაკებაზე მივდივარ, გვინდა, ლელა წალენჯიხაში საახალწლო კონცერტზე გამოვიდეს. 31 დეკემბერს ასევე „საირმე რეზორთში“ ვართ, ბენდ „ნონ სტოპთან“ და მაკა ზამბახიძესთან ერთად. როგორც იცით, მატება გვაქვს, ავიყვანეთ მომღერალი, მაგდა ივანიშვილი. 2 იანვარს „კინოს სახლში“ დიდი კონცერტი გვაქვს, – ახალი ძალიან მაგარი ლოკაციაა. 3 იანვარს „ოტიუმში“, 14 იანვარს კი „ლიცე რეზოტში“, სარფის თავზე ულამაზეს სასტუმროში ვიქნებით ჩვენი გუნდი. რაც შეეხება რეგიონებს, 25 დეკემბერს მივდივართ სენაკში, 5 იანვარს ვეწვევით წნორს, 10-ში – გარდაბანს.

რაიმე გამორჩეული საახალწლო ტრადიცია ხომ არგაქვთ?

კი, რა თქმა უნდა, წინასაახალწლოდ ლელა, ეკა კახიანი და მაია ჯაბუა დადიან აბანოში და მე ვიხდი.

ლელა წურწუმიას ჩაცმულობა ყოველთვის განხილვის თემაა, ამ კუთხით საახალწლოდ როგორ ემზადება?

ბოლო პერიოდი ლელას ჩაცმულობა შეიცვალა, შავი ფერი დომინანტური აღარ არის. ის განსაკუთრებით ემზადება ამ კუთხით ახალი წლისთვის.

გადაცემის პოდკასტი:

აუდიო დამკვრელი
00:00
00:00

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები