„უბრალოდ, ლელა წურწუმიას „თბილისომ“ დროს ვერ გაუძლო. გილოცავ თბილისობას“ – სწერს „ფეისბუქის“ გვერდზე ბიგბენდთან ერთად გამართული თბილისობის კონცერტის ორგანიზატორს, გვანცა კილასონიას კახა მამულაშვილი.
როგორც გავარკვიეთ, პროდიუსერის პასუხი იმ განმარტებას მოჰყვა, რომელიც თბილისობის კონცერტთან დაკავშირებით გვანცა კილასონიამ გააკეთა. მისი თქმით, ღონისძიებისთვის შეირჩა ის სიმღერები, რომლებმაც დროს გაუძლო.
კახა მამულაშვილი, მამულიჩა:
ყველა ორგანიზატორს აქვს თავისი კონცეფცია, სადაც ყველა მომღერალი, რაც უნდა პოპულარული იყოს, შეიძლება ვერ მოხვდეს. ამაზე პრეტენზია არასდროს გვქონია და არც გვექნება. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, თუ აკეთებ განმარტებას, აუცილებლად გიპასუხებ. მეტი არაფერი. ჩემი პასუხი მოჰყვა გვანცას განმარტებას. შევახსენე ორგანიზატორს მისი განმარტების საპასუხოდ.
რამდენადაც ვიცი, გვანცას ძალიან კარგად იცნობ…
გვანცას ვიცნობ დიდი ხანია და გვაქვს ძალიან თბილი ურთიერთობა. ლელა მისთვის ყოველთვის კერპი იყო. გვანცასთან არაფერი პირადული არ გამაჩნია. შარშანაც იგივე იყო და მაშინაც ორგანიზატორს გავეცი პასუხი განმარტებაზე.
ნინო მურღულია