LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, ეს არ არის მიზანი – კობახიძე ზურაბიშვილზე

56
ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფებოდა.

სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სანამ რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილს პოლიტიკურ დევნილს უწოდებს, შერიგებაზე საუბარი პესიმისტურად აღიქმება.

“ქალბატონ სალომესთან დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ემსახურება. მან დააზუსტა, რომ აქ არ იგულისხმება შერიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის. ეს არ არის მიზანი. ” – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც მისი სიტყვებით, არის ძალიან რთული და ამბიციური მიზანი. მისი თმით, პრეზიდენტის მიზანი საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევაა.

“რთული იქნება ის პროცესიც, რომელიც ამ მიზანთან არის დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და უმჯობესია, რომ მან თავად ისაუბროს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

magti 5g