31 წლის ბიანკა სენსორი რამდენჯერმე ცდილობდა მეუღლესთან, კანიე უესტთან, განქორწინებას მისი არასტაბილური ქცევისა და პროვოკაციული ნაბიჯების გამო. ამის შესახებ გამოცემა People წყვილთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ინსაიდერის თქმით, ბიანკა, როგორც რეპერის უახლოესი ადამიანი, რომელიც ბიპოლარული აშლილობით იტანჯება, ყველაზე მძიმედ განიცდიდა უესტის ფსიქოზური ეპიზოდების შედეგებს. მუდმივმა სტრესმა და გადაღლილობამ უარყოფითად იმოქმედა მათ ურთიერთობაზე, რის გამოც სენსორი მზად იყო ნებისმიერ დროს დაესრულებინა ქორწინება.
„ბიანკა დიდი ხნის განმავლობაში ძალიან უბედური იყო ამ ქორწინებაში და რამდენჯერმე სცადა მისგან გაქცევა“, -აღნიშნა წყარომ.
თუმცა, წყვილის ურთიერთობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც კანიე უესტმა სერიოზული მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსის გავლა გადაწყვიტა შვეიცარიულ კლინიკაში, რომელიც თავად ბიანკამ შეურჩია.
„უესტმა მოინანია და გააცნობიერა, რაც ჩაიდინა. ეს მისთვის მძიმე ტვირთია. ბოლოს მისი მანიაკური ეპიზოდები უკვე მძიმე იყო“, – განაცხადა წყარომ.
კანიე უესტის მეუღლის უცნაური პერფორმანსი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

