LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერის 10 წლის ფანმა კლოპს წერილი გაუგზავნა და წაგება თხოვა. ნახეთ წერილიც და პასუხიც

278
a34

„მანჩესტერ იუნატედის“ პატარა ქომაგმა კლოპს წერილი მისწერა და წაგება თხოვა: იურგენმა პასუხი მისწერა.

დარა კერლიმ გერმანელ სპეციალისტს დაუწერა, რომ ეყოფა ამდენი გამარჯვებები და თავი გაანებოს მოგებებს.

„ლივერპული ძალიან ხშირად იგებს. ასე თუ გააგრძელეთ, მაშინ წაუგებელი მატჩების რეკორდს მოხსნით. ეს კი „მანჩესტერის“ გულშემატკივრის ცხოვრებას აუტანელს ხდის.

ასე რომ, თუ შეიძლება, როდესაც „ლივერპული“ ითამაშებს მომდევნო მატჩს, ისე გააკეთეთ, რომ წააგოს. თქვენ უბრალოდ ის უნდა ქნათ, რომ მეორე გუნდმა გოლი გაიტანოს. იმედი მაქვს, დაგარწმუნეთ, რომ „ლივერპულს“ არ სჭირდება მოიგოს ჩემპიონატი ან რომელიმე ცალკეული მატჩი“ – გულდათუთქმული ბიჭის წერილი Irish Times-მა გამოაქვეყნა.

10 წლის ბიჭს შოკი ელოდა, როდესაც დედამ შინ საპასუხო წერილი მიუტანა, რომელიც თავად კლოპის მიერ იყო ხელმოწერილი.

„ძვირფასო დარა. პირველ რიგში მადლობა წერილისთვის. ვიცი, რომ წარმატებებს არ მისურვებ, მაგრამ მაინც ყოველთვის სასიამოვნოა ფეხბურთის ახალგაზრდა თაყვანისმცემლისგან რაიმეს მიღება, ამიტომ ძალიან ვაფასებ შენს წერილს.

სამწუხაროდ, არ შემიძლია შენი თხოვნის შესრულება. შენ „ლივერპულის“ წაგება გინდა, ჩემი საქმე კი ისაა, რომ მოიგოს. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქომაგობს „ლივერპულს“ და არ მინდა ისინი გავაწბილო.

შენდა სასიხარულოდ „ლივერპული“ აგებდა წარსულში და მომავალშიც წააგებს. ასეთია ფეხბურთი. პრობლემა ისაა, რომ როდესაც 10 წლის ხარ, გგონია, რომ არაფერი არ შეიცვლება და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. მაგრამ 52 წლის ასაკის პოზიციიდან გეტყვი: ეს ის შემთხვევა არ არის“, – დაწერა კლოპმა.

რა შეხსენება უნდა, რომ „ლივერპული“ ჩემპიონატში წაუგებელია, მეტიც, გუნდმა 26-დან 25 მატჩი მოიგო. ერთადერთი ფრე კი სწორედ „მანჩესტერთან“ საგარეო შეხვედრაზე მოდის.

„ლივერპული“ ბოლოს ინგლისის ჩემპიონი 1990 წელს გახდა. „მანჩესტერი“ კი 2013 წელს, როდესაც დარა 3 წლის იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები