დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს, სახალიხო მხარეც აქვს. ტრადიციისამებრ, გავრცელდა მხიარული ვიდეოები, ბიულეტინები ფრიანი ფრაზებით და სახალისო სტატუსები.
დღეს მთელი დღე ყურადღება მახვილდებოდა, 48 ნომრიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე, რომლის აღების შემთხვევაში მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას ისმენდნენ.
ამ თემაზე ბევრი დაიწერა, თუმცა მათ შორის საუკეთესო იყო გიორგი ჯანელიძის პოსტი.
ვისთვისაც ბიძინა ივანიშვილს არ დაურეკავს, შეგიძლიათ დათო ფარულავას მიერ გაკეთებულ ჩანაწერს მოუსმინოთ. ტექსტი ყველა ზარის შემთხვევაში ერთიდაიგივე იყო.
არჩევნებზე აქტუალური იყო მანდარინის ჭამის საკითხიც.
მანდარინის სასწაულებრივ შესაძლებლობაზე ინფორმაცია პირველ ტურზე გავრცელდა. როგორც ამომრჩევლები ამბობდნენ, მანდარინის ქერქი, მარკირების მსგავს კვალს ტოვებდა, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ იღებდნენ. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა დღესაც.
მანდარინთან დაკავშირებით, ახალი გამონათქვამებიც გავრცელდა.
მოკითხვა გირჩისგან და პლანი, უშვერი სიტყვები და წყევლა. ასეთია ჯერჯერობით ის ბიულეტინები, რომლებიც ამ დრომდე გავრცელდა. თუმცა სავარაუდოდ, ეს ადამიანები არჩევნებზე მისვლით ტყუილად გაისარჯნენ, რადგან ეს ხმები გაბათილდება.
არჩევნების კიდევ ერთი ნათელი მხარე, უბნებზე მისული ძაღლები იყვნენ, რომლებმაც ორივე დაპირისპირებული მხარე გაამხიარულეს. ამ თემაზე იხილეთ ჩვენი სტატია: არჩევნებზე ძაღლებიც მივიდნენ – FB-ს ფავორიტი ფოტოები