LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიკა ასათიანმა, მეგობრებთან ერთად, ნუკა ყარალაშვილს „მის მსოფლიოზე“ ჩააკითხა

91

მანიკა ასათიანმა მეგობრებთან ერთად სანიას მიაშურა, სადაც „მის მსოფლიო 2015“ იმართება და მისი მეგობარი, „მის საქართველო 2015“, ნუკა ყარალაშვილი საქართველოს სახელით მონაწილეობს. ნუკამ ახლახან სოციალურ ქსელში მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და წააწერა, „ყველაზე მაგარი მეგობრები მყავს! გუშინ მთელი საღამო საქართველოზე და ჩემს ლამაზ გოგონებზე ლაპარაკობდნენ „მის მსოფლიოზე“. მიყვარხართ“.

მანიკას ექსკლუზიურად დავუკავშირდით დეტალების გასაგებად.

მანიკა ასათიანი:

ორი დღეა, რაც სანიაში ჩამოვედი. მე, ელენე გოგავა და ეკა ღურცკაია, ნუკის დაქალები. სანამ ფინალს დავესწრებით, გუშინ ფასიან საქველმოქმედო დახურულ ვახშამს ვესწრებოდით, სადაც აუცქიონი  გაიმართა. ვახშამს ესწრებოდნენ წინა „მის მსოფლიოს“ გამარჯვებული, მონაწილეები, ჟიურის წევრები. საოცარი ვახშამი იყო და შთაბეჭდილებები საოცარი მაქვს.

ძალიან კარგი გარემოა, ნუკიც ძალიან კარგადაა. რასაც ვუყურებთ გოგონებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცეულში ყველა ვარიანტში უნდა გავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე ვფიქრობთ.

ნუკი რომ ამბობდა, ჩემმა გოგონებმა კარგი შთაბეჭდილება შექმნეს ქართული სილამაზის შესახებო, ყველა გვეკითხებოდა, დები ხომ არ ხართო. ნუკისაც უხაროდა, რომ მისი მეგობრები იქ იყვნენ. ყველას ოჯახის წევრმა ჩააკითხა, ნუკის კი მეგობრებმა. თანაც, სამივე მოდელი ვართ და ჩვენც მისები ვეგონეთ, ერთ-ერთთან მოვიდნენ, რომელ ქვეყანას წარმოადგენთო. მერე ავუხსენით, რომ ნუკისთან ცავედით. გიხარია, რომ იქაურ საზოგადოებაზე კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ (იღიმის).

ფინალი 19 დეკემბერს, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ჩვენ ყველა ღონისძიებას დავესწრებით.

ნინო მურღულია

 

1
2
3

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები