LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანიპულირებს თუ არა მამაკაცი თქვენით – რჩევები ფსიქოლოგისგან

38

დღესდღეობით დისკრიმინაციის პრობლემებით ფსიქოლოგებს ძალიან ბევრი მანდილოსანი მიმართავს, თავად ფაქტი ძალიან სამწუხაროა, თუმცა დისკრიმინაცია, თავდაპირველად სწორედ, რომ მანიპულირებით იწყება. გაინტერესებთ როგორ გავიგოთ მანიპულირებს თუ არა საყვარელი მამაკაცი თქვენით? ვნახოთ, რა რჩევებს გვაძლევენ ფსიქოლოგები.

 

ალფონსი

ასეტი ტიპის მამაკაცებთან ურთიერთობა, ძირითადად ერთი სცენარით მიმდინარეობს: დღეს თქვენ იხდით რესტორნის თანხას, ხვალ თანხას პირდაპირ ხელში აძლევთ, ერთი კვირის შემდეგ კი ერთად იწყებთ ცხოვრებას და თქვენ მისთვის ტანისამოსს და პროდუქტებს ყიდულობთ. გარდა ამისა, პრობლემები გაქვთ საწოლში, თავი დაჩაგრული გგონიათ, მის ყველა ნათქვამს ასრულებთ… ჩათვალეთ, რომ თქვენ მისი მარიონეტი ბრძანდებით. შესაბამისად, ურთიერთობის დასაწყისშივე ეცადეთ, რომ არ დათმოთ საკუთარი პოზიციები.

კოლექციონერი

ასეთი ტიპის მამაკაცებმა, კარგად იციან როგორ მოხიბლონ და დაატყვევონ ქალბატონი, თუმცა, მათგან რაიმე სახის გრძნობებზე საუბარიც კი ზედმეტია. ასეთ მამაკაცებთან ურთიერთობა, აუცილებლად მიგიყვანთ საკუთარი მე-ს დაკარგვამდე. თუ გაწყობთ ასეთი მამაკაცი, კი ბატონო, თქვენი ნებაა, მაგრამ თუ თქვენ სერიოზულად ფიქრობთ ოჯახის შექმნაზე, აუცილებლად მოერიდეთ კოლექციონერ მამაკაცებს.

დონ ჟუანი

ჩვეულებრივი კოლექციონერისგან განსხვავდებით ის თავის გრძნობებს არასდროს არ მალავს. ასეთი ადამიანი „დრამის თეატრია“, სიყვარული – სპექტაკლი. მას ძალიან კარგად გამოსდის იდეალური მამაკაცის როლის თამაში და თუ თქვენ, მის ცოლობაზე უარს იტყვით, თქვენს მიმართ ნამღერ სერენადებს, თქვენს მეზობელს უმღერებს. როგორ მოიქცეთ? ყურადღებით მოისმინეთ სერენადები, აგრძნობინეთ, რომ რაინდია, მიეცით მას იმის უფლება, აკეთოს რაც უნდა და თავადაც გაერთეთ მსგავსი ურთიერთობით. მაგრამ თუ კი არ გსურთ, რომ თქვენი ცხოვრება ერთ დიდი სპექტაკლად იქცეს, მოერიდეთ ასეთ მამაკაცებს.

ტირანი

ასეთი ტიპის მამაკაცების უმეტესობას, ბავშვობაში მიღებული ტრამვები, მკაცრ, ეგოისტ და ეჭვიანად მეწყვილედ აქცევს. ისინი დაგაძალებენ, შეწყვიტოთ ურთიერთობა დაქალებთან, შეგირჩევენ ჰობს, ტანსაცმელს და შეგიზღუდავენ თავისუფლებას. ჩათვალეთ, რომ თქვენ მისი მარიონეტი ხართ. ამიტომ, მანამ სანამ მამაკაცთან  სერიოზულ ურთიერთობას დაიწყებთ, კარგად დააკვირდით მის ქცევებს, რადგან ის აუცილებლად ეცდება დამალოს ტირანული ხასიათი, სანამ მისი ცოლი გახდებით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები