LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს

133
პაატა მანჯგალაძე

„კოალიციური მთავრობა გვჭირდება, ხალხმა ზუსტად უნდა იცოდეს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ოპოზიცია მინისტრთა კაბინეტზე უნდა შეთანხმდეს“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მანჯგალაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ ენმ-სთან უნდა ისაუბროს კოალიციაზე.

დეპუტატის თქმით იგი ამ მოსაზრებას ეთანხმება, რადგან არ არსებობს ოპოზიციური ძალა საქართველოში, რომელიც 51 პროცენტიან მხარდაჭერას მარტო მოიპოვებს.

მანჯგალაძის თქმით, წყალგამყოფი უნდა იყოს კადიროვის საქართველო გვინდა თუ ევროპული დემოკრატია:

“რუსული ხელისუფლების ერთი ვასალი მეორეს ესტუმრა, საგანგაშოა, თუმცა არა გასაკვირი” – ბოკერია

„სრულად ვიზიარებ ხაბეიშვილის განცხადებას, რომ კოალიციური მთავრობა გვჭირდება. უნდა იცოდეს ხალხმა, რომ უსაფრთხოება, მშვიდობა, კომფორტი დაკავშირებულია ოპოზიციასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ხალხმა უნდა იცოდეს ზუსტად, ვინ მოდის ხელისუფლებაში.

ამიტომ დროა ოპოზიცია გადავიდეს ამ საკითხის განხილვაზე და მიაღწიოს შეთანხმებას, თუ რა ტიპის კაბინეტს ჩამოაყალიბებს გამარჯვების შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ ვინ არის პრემიერი, შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, პროკურორი, ყველაფერი ზუსტად უნდა ვიცოდეთ.

„ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ რუსული ოპერატიული ლეგენდის გავრცელების შესაძლებლობა, რომ ისეთი ხალხი დაბრუნდება, დაიწყება რევანში და შურისძიება.

მთავარი ფაქტორი არის, სად მიგვყავს საქართველო – კადიროვის გზაზე თუ ევროპის გზაზე, ეს იქნება წყალგამყოფი. „ქართული ოცნება“ ბოლომდე ლუსტრირებულია საერთაშორისო პარტნიორებში და ლუსტრირება უნდა მოხდეს ყველა მოქალაქისთვის.

„სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს“ – ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე

ოპოზიციაში თუ ვინმე საუბრობს და ქმნის ილუზიას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ ითანამშრომლებს, თუ ვინმე აპირებს „ქართული ოცნების“ ისე დამარცხებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციის გაფორმებას არ აპირებს, ასეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც მარტო აიღებს 51 პროცენტს, მე არ ვიცი, ასეთი ოპოზიციური ძალა არ არსებობს.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ წყალგამყოფი, კადიროვის „როსგვარდიის“ საქართველო გვინდა თუ ევროპული დემოკრატია“. – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g