LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჯგალაძე: როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი – “მელი მოძღვრად” გამახსენდა

157
ing

ევროკავშირის დადგენილი პუნქტების შესასრულებლად, მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ გეგმას და ინიციატივას “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე ეხმიანება.

„მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით უზრუნველყოფს“ – კობახიძემ EU-ს მიერ დათქმული პირობების შესრულების გეგმა წარადგინა

მანჯგალაძის თქმით, მათ “ქართული ოცნების” არ სჯერათ და ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ:

“როდესაც ირაკლი კობახიძის შეთავაზებას ვუსმენდი, სულხან-საბას იგავი – “მელი მოძღვრად” გამახსენდა, იგავი იმის შესახებ, თუ რა ემართებათ მათ, ვინც იჯერებს, რომ მელა არის მოძღვარი.

“ქართული ოცნების” არ გვჯერა, ეს განცხადება მუხტის დასაგდებად სჭირდებათ. ირაკლი კობახიძემ პირველ პუნქტად დეპოლარიზება დაასახელა. მე ჩემი მხრიდან ვფიქრობ, რომ თუ დეოლიგარქიზაციაზე არიან თანახმა და ამასთან დაკავშირებით აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას ჩამოსცილდეს, საუბარს ამის შემდეგ აზრი აქვს”, – თქვა  მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, მმართველი გუნდის გეგმებზე მედიასთან ისაუბრა.

კობახიძის განცხადებით, აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის რამდენიმე თვის წინ შეთანხმდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

კობახიძე: ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას, წალეკვის კამპანია გვერდზე უნდა გადადონ.

mazda magti 5g