“ყველაფერი ოპოზიციის ხელში.თუ ისინი ქვეყნის წალეკვის კამპანიას გადადებენ, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციამ გვერდზე უნდა გადადოს წალეკვის კამპანია და ჩაერთოს ფორმატში, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.
კითხვაზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას თანამშრომლობის ხელს უწვდის და ამ დროს “შინ ევროპისკენ”კამპანიის წევრებს ფიზიკურად უსწორდებიან, რამდენად მიიჩნევა ეს “თანამშრომლობის ხელად”, კობახიძემ უპასუხა:
“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ასეთი ხელი გავუწოდეთ ოპოზიციას. ჩვენი ძალისხმევით გაფორმდა ჯერ 2020 წელს 8 მარტის შეთანხმება, მერე 2021 წელს 19 აპრილის შეთანხმდა. რომ არა ჩვენი ინიციატივები და აქტიური ქმედებები, არც ერთი და არც მეორე შეთანხმება არ გაფორმდებოდა. თუმცა, გახსოვთ შეთანხმების გაფორმების შემდეგაც, როგორი იყო მათი დამოკიდებულება, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, 100 დღის განმავლობაში მათ არ მოაწერეს ხელი ამ დოკუმენტს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ხელს ვუწვდით თანამშრომლობაზე ოპოზიციას და ამ პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას. რაც შეეხება ამაზე ოპოზიციის პასუხს, არ ვიცი, შეიძლება თუ არა გვქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი.
ყველაფერი არის ოპოზიციის ხელში. ისინი თუ გადადებენ ქვეყნის წალეკვის კამპანიას, ამ შემთხვევაში ყველაფერია შესაძლებელი. მათ გვერდზე უნდა გადადონ წალეკვის კამპანია და ჩაერთონ იმ ფორმატებში, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ, მაგრამ თუ მათ არ სურთ ევროპა, დარჩებიან წალეკვის დღის წესრიგში”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს