LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გადამდგარ ელჩზე: თავად მისი წარმდგენი, სალომე ზურაბიშვილიც იყო სრულიად უკმაყოფილო მის მიერ გაწეული საქმიანობით და საერთოდ გარკვეული მიზეზების გამო, მას არ ელაპარაკებოდა

339
კობახიძე გადამდგარ ელჩზე

„მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება პარტიის თავმჯდომარე ყოფილ ელჩზე საუბრობდეს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკია თანამდებობის დატოვების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, კერძოდ რას გულისხმობდა ამ ინფორმაციებში, კობახიძემ უპასუხა:

ფაქტია, რომ ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა: გია ვოლსკი

„მაინც და მაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, თავად მისი წარმდგენი, სალომე ზურაბიშვილიც იყო სრულიად უკმაყოფილო მის მიერ გაწეული საქმიანობით და საერთოდ გარკვეული მიზეზების გამო, მას არ ელაპარაკებოდა, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ამაზე საუბარი, არ ვიცი. მაინც დიპლომატიური სამსახურია. მე მგონია მე ამაზე არ უნდა ვსაუბრობდე.“

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს – დიპლომატი მიზეზად საგარეო უწყების მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას“ ასახელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელჩმა „ვერ უზრუნველყო დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში – გაკვირვებული ვართ კატუკიას ცილისმწამებლური ბრალდებებით.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g