LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფაქტია, რომ ყოფილი ელჩი არაკომპეტენტურია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა: გია ვოლსკი

269
Capture

საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩ, თეა კატუკიასთან დაკავშირებით განცხადებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აკეთებს. მისი განმარტებით, „ფაქტია, რომ თეა კატუკია არაკომპეტენტურია“.

ვოლსკი განმარტავს, რომ „თეა კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გარედან, სალომე ზურაბიშვილის რეკომენდაციით მოიყვანა და თავად ზურაბიშვილიც აღიარებდა, რომ მისი კომპეტენცია მნიშვნელოვნად სცილდებოდა იმ დონეს, რაც ელჩს უნდა გააჩნდეს“.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს – დიპლომატი მიზეზად საგარეო უწყების მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას“ ასახელებს

„საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რაიმე ზეწოლა მოახდინოს, მით უმეტეს ელჩზე, არ გააჩნია. რასაკვირველია, აქ კომპეტენციის თემაა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოფილი ელჩი ცუდი ადამიანია, მაგრამ ფაქტია, რომ ის არაკომპეტენტურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ და ასე „პაზორნად“…მეცოდებით, ფსკერს ფეხი მაინც დაჰკარით, რომ ამოგაგდოთ ზედაპირზე: თაკო ჩარკვიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები