LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ და ასე „პაზორნად“…მეცოდებით, ფსკერს ფეხი მაინც დაჰკარით, რომ ამოგაგდოთ ზედაპირზე: თაკო ჩარკვიანი

399
თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნება“ რუსული ხომალდის მიმართულებით მიდის და მანამ, სანამ დროა „უნდა დაჰკრან ფეხი ზედაპირს, რომ ზედაპირზე ამოვიდნენ“.

ჩარკვიანი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიბაძონ საფრანგეთში, საქართველოს ყოფილ ელჩს თეა კატუკიას, რომელმაც თანამდებობა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული მუდმივი ზეწოლის გამო დატოვა.

„ამხანაგო“ ხელისუფლებავ! მიდიხართ რუსული ხომალდისკენ და ასე „პაზორნად“ მთლად რუსული მარშით, მეცოდებით და მენანებით, მაინც ქართველები ხართ. ფსკერს ფეხი მაინც დაჰკარით, რომ ამოგაგდოთ ზედაპირზე, კიდევ გაქვთ შანსი!!!!!! მიბაძეთ საფრანგეთის ელჩს (საქართველოს წარმომადგენელს) თანამდებობა დატოვა, გვიან მაგრამ, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, დაიშალეთ ბატონებო „კრება დასრულებულია“!!!!!!!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს – დიპლომატი მიზეზად საგარეო უწყების მხრიდან „მუდმივ რეჟიმში განხორციელებულ ზეწოლას“ ასახელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები