LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეც იგივეს გავაკეთებდი – ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე, კანონის და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი უმძიმეს პროვოკაციაზე” – ირაკლი კობახიძე ანრი ოხანაშვილსა და ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტზე

275
Capture
“მეც იგივეს გავაკეთებდი”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და “TV პირველის” დირექტორ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად კობახიძემ აღნიშნა, რომ  ვატო წერეთელმა ადეკვატური პასუხი მიიღო.

“ამ ადამიანმა კანონის და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი, მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი”.

რაც შეეხება მანდატების დატოვებას, კობახიძე აცხადებს რომ ეს აბსურდია.

“იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამაზე კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პროვოკატორმა პასუხი.

ჩვენ ვერ დავეშვებით ჭუტას დონეზე… ძალიან მარტივი რამ არის, ჭუტას დონეზე არ დავეშვები არასდროს, ანრის დონეზე ვარ ახლაც მე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყო უმძიმესი პროვოკაცია და ამას კანონისა და ეთიკის ფარგლებში, გაეცა სათანადო პასუხი, შესაბამისად, ჩემი პოზიციაც ნათელია, მეც იგივეს გავაკეთებდი, რა თქმა უნდა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „TV პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი განცხადებით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ანრი ოხანაშვილმა მიაყენა, ინციდენტში ასევე მონაწილეობდნენ, “ქართული ოცნების” სხვა დეპუტატები

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ „TV პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთლის მხრიდან „უბინძურეს პროვოკაციას“ ჰქონდა ადგილი და „მიიღო ის პასუხი, რასაც იმსახურებდა“.

ადეკვატური და პროპორციული პასუხი მიიღო – გასაჯაროვდეს ყველა კადრი და გადაადგილება: ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

ოდიშარია: ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ჩემს ცხოვრებაში, სკოლის ასაკში არ მიმიღია სამ კაცთან ერთად, ერთი კაცის ანგარიშსწორებაში მონაწილეობა

ვოლსკი: რას შეეძლო ანრი ოხანაშვილი, გაწონასწორებული, მეოჯახე, საერთაშორისო დონის სპეციალისტი, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გამოეყვანა წყობილებიდან და ფიზიკურად შეხებოდა წერეთელს… ღირსების შეურაცხყოფას

“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას” – ელისო ბოლქვაძე

ინგა გრიგოლია: ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრას ნებისმიერმა ადამიანმა, თუნდაც ძალიან რომ გძულს, გაქვს თმენის ვალდებულება 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები