LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს

84
555320f69467de35d2ba42e08ab7c411

საქართველოს პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების გეგმაზე საუბრისას დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირმა დაადგინა 12 პუნქტი, როგორც პირობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.

“საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები