ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს, სადაც მანქანაზე გაკეთებული წარწერაა გამოსახული: „მე თქვენ მიყვარხართ“. როგორც გოგა აღნიშნავს: „ყველა მანქანას რომ ასეთი ან სხვა დადებითი წარწერა ჰქონდეს, წარმოვიდგინე, ბევრის განწყობა როგორი უკეთესი გახდებოდა…“
ფოტოგრაფის ამ მოსაზრებას ბევრი ადამიანი იზიარებს.