LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანქანები, რომელთა მოპოვებასაც 2023 წელს ცდიან

200
45365

ჟურნალმა Classic Driver იმ ავტომობილების სია შეადგინა, რომელთა მიღებასაც კოლექციონერები და ენთუზიასტები 2023 წელს შეეცდებიან. მათ შორისაა – McLaren Speedtail, Gelendwagen, 718 Cayman GT4 RS, ატმოსფერული Porsche და Fiat Panda 100hр-იც კი.
რედაქციის ვარაუდით, აუქციონზე განსაკუთრებული ბრძოლა McLaren Speedtail-ისთვის გაიმართება. 1070 ძალის სუპერჰიბრიდი 106 ეგზემპლარადაა გამოშვებული და ყველას გამორჩეული მახასიათებლებით ხიბლავს. ამჯერად გასაყიდად როგორც მინიმუმ 4 მანქანას გამოიტანენ, მათი ფასი კი ლამის ყოველდღიურად გაიზრდება. იგივე შეეხება სხვა მოდელებსაც და თითოეულის ღირებულება ათობით მილიონი დოლარი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები