LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს 5 პუნქტიანი გეგმა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის აუცილებელი პირობაა: ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე

117
თენგიზ თევზაძე

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ გარდა გამოცდილებისა და განათლებისა, მას აქვს 5-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს და, არჩევის შემთხვევაში, რეალურ შედეგებს პირველივე 6 თვეში მიაღწევს.

მისი თქმით ის მზადაა შეხვდეს როგორც მმართველ გუნდს, აგრეთვე ოპოზიციასა და დამოუკიდებელ დეპუტატებს და გააცნოს ინფორმაცია მისი გეგმების შესახებ.

“მე ღია ვარ შეხვედრებისთვის. ვაპირებ, შევხვდე სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ წრეებს და გავაცნო ის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელთაც ვგეგმავ ცესკოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.” – აცხადებს თევზაძე.

თევზაძის თქმით, მისი ხუთ პუნქტიანი გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის მომავლისთვის აუცილებელი პირობაა.

“პირველ რიგში, ეს მოიცავს საზოგადოების ნდობის დაბრუნებას, ადმინისტრაციაში ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას, კენჭისყრის პროცედურების შემსუბუქებასა და ამ პროცედურებში საარჩევნო ადმინისტრაციის სუბიექტური ჩარევის შემცირებას, არჩევნების ტექნოლოგიების მეშვეობით ჩატარებას და აუცილებელი პირობაა, რომ ყველა პოლიტიკური პარტია იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში და ჰქონდეს ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ“, – აცხადებს თენგიზ თევზაძე.

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს ბიუროს სხდომაზე დღეს წარადგენენ.

პოპულალურები