LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაედება: იაგო ხვიჩია

58
იაგო ხვიჩია

“მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაედება”,-ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ადმინისტრაციულ კანონში ადამიანის უფლებების შემზღუდავი და სისტემის უფლების გამაფართოებელი კანონი შემოდის. პოლიციელის უფლებები ფართოვდება. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ გამოდის, რომ მოასწრო ამის ცვლილება, სანამ ოპოზიცია პარლამენტში შევიდოდა. ყველგან გამოვთქვი ამ ამბავთან დაკავშირებით, ჩემი კრიტიკული აზრი, მაგრამ არავინ არ გაითვალისწინა. შემდეგ პრეზიდენტი „ფეისბუქზე“ „დავთაგე“ და მოვუწოდე, რომ ეს კანონპროექტი შეეჩერებინა, რადგან შარლ მიშელის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.

მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი საუბარი ყველაფერი გაიგო. თუმცა უტაქტოდ გამოვიდოდა მეკითხა, რას აპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით – თქო. განწყობების სპეციალისტი მე არ ვარ, მაგრამ შემიძლია განვიხილო, რაღაც ქცევა ზოგადად ლოგიკასთან მიმართებით. ის თვითონ ხდის ამ თემას ძალიან მნიშვნელოვანს. მე მაქვს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამ კანონს ვეტო დაედება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ რაღაცები ფიზიკურად არ „მოსულა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს უფლების გამოყენებას სთხოვს.

დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g