LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადიული თინეიჯერი – აი ასე აღნიშნა ლეონარდო დიკაპრიომ 49-ე დაბადების დღე

209
page

ლეონარდო დიკაპრიოს 49 წელი შეუსრულდა. ეს დღე ოსკაროსანმა მსახიობმა საუკეთესო მეგობრებისა და ახალი შეყვარებულის, ვიტორია ჩერეტის გარემოცვაში გაატარა. იუბილე ლეომ ვიწრო წრეში, სანტა-მონიკას ბარში, მოკრძალებულად აღნიშნა.

ამ დღეს ვარსკვლავს შავი ტანისამოსი ეცვა და პირბადე ეკეთა. ყოველდღიური ტანისამოსში იყო გამოწყობილი 25 წლის მოდელი. მათ თან ლეოს უახლოესი მეგობარი, ტობი მაგუაირიც ახლდათ.

ბოლო ერთი თვეა მედია აქტიურად წერს ლეოსა და მისი მეგობარი გოგონას ურთიერთობაზე. ინსაიდერების ცნობით, მსახიობი მოდელით მოხიბლულია, ასე რომ შესაძლოა ბოლოს და ბოლოს ლეოც ვიხილოთ საკურთხეველთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები