რაგბის მსოფლიო თასზე გადამწყვეტი შერკინებების დრო დგება. ბობოლები მეოთხედფინალში უკვე დაწყვილდნენ. რა თქმა უნდა, უამრავი ცნობილი ადამიანი ქომაგობს საკუთარ გუნდს. მათ შორისაა საკუთარი ქვეყნის მოტრფიალე დიეგო მარადონაც, რომელიც არგენტინის ნაკრებს გასახდელში ესტუმრა, გამარჯვება მიულოცა და მიუხედავად ასაკისა (ოქტომბრის ბოლოს 55 წლის ხდება), დიდებულად იბურთავა რაგბის ბურთით, რითაც პუბლიკა თან გაამხიარულა და თან აღფრთოვანებაში მოიყვანა.