LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა პრეზიდენტი გახდა, ოღონდ ბელარუსში

34

დიეგო არმანდო მარადონა ბრესტის “დინამოში” იმუშავებს.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ბელარუსული კლუბის პრეზიდენტობას დათანხმდა.

მარადონამ “დინამოში” მუშაობის შესახებ ინფორმაცია თავად დაადასტურა: “ხელი მოვაწერე კონტრაქტს და ბრესტის “დინამოს” პრეზიდენტი გავხდი. დიდი მადლობა ნდობისთვის”.

მარადონამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბის დირექტორატს უხელმძღვანელებს.

დონ დიეგო კლუბის სტრატეგიულ და სტრუქტურულ განვითარებაზე იზრუნებს, მათ შორის ბავშვთა აკადემიაზეც, მოვალეობის შესრულებას კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუდგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები