LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონას მავზოლეუმში გადაასვენებენ: კერპი ყველამ უნდა ნახოს

111
ratio3x2_1920

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას ცხედრის მავზოლეუმში გადასვენების ნებართვა გაიცა. ეს გადაწყვეტილება ქალაქ სან ისიდროს სასამართლომ მიიღო, რომლის გადაწყვეტილება გაზეთმა Clarin-მა გამოაქვეყნა.

სასამართლომ შეასრულა ყოფილი ფეხბურთელის ოჯახის სურვილი, რომელსაც სურდა ქვეყნის მოსახლეობას მისთვის გამომშვიდობების საშუალება მიეცა. სასამართლო განაჩენში აღნიშნავს, რომ ღონისძიების მიზანი ჰუმანიტარული ხასიათისაა.

„თუ ცხედრის გადაადგილება არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის მის უსაფრთხოებას, მაშინ მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
მავზოლეუმის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს.

მარადონა ბუენოს აირესის გარეუბანში მდებარე დახურულ სასაფლაოზე განისვენებს. 2020 წელს, მარადონას გარდაცვალების შემდეგ, გაზეთმა The Sun-მა დაწერა, რომ ფეხბურთელისთვის მავზოლეუმი შეიძლება აშენდეს. ტაბლოიდმა აღნიშნა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე არგენტინელმა წერილი დაუტოვა თავის ადვოკატ მატიას მორლეტს: “ბევრი ფიქრის შემდეგ, მსურს გამოვთქვა სურვილი, რომ სიკვდილის შემდეგ, ჩემი სხეული ბალზამირებული იქნას და გამოიფინოს ჩემი ტროფეებით, პირადი ნივთებითა და სამახსოვრო ნივთებით“.
ეს ინფორმაცია მარადონას ბოლო პარტნიორის, ვერონიკა ოიედას ადვოკატმა მარიო ბოდრიმ დაადასტურა.

მარადონას მავზოლეუმი არგენტინის დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, პრეზიდენტის სასახლიდან არც თუ შორს გაკეთდება.
სტრუქტურა დაახლოებით 2025 წელს დაიდგმება. გადასვენება 30 ოქტომბერს მოხდება, დიეგოს დაბადების დღეზე.

მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი იყო გულის მწვავე უკმარისობა, რამაც გამოიწვია ფილტვის შეშუპება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები