მიმდინარე წლის ზაფხულში ქსელში მარგო რობის ფოტოები მოხვდა, რომლებიც პაპარაცებმა ფილმის „მარია- შოტლანდიის დედოფალი“ გადასაღებ მოედანზე გადაიღეს, სადაც რობი ელიზაბეტ I-ის როლს ასრულებს.
წითური კულულები, პიგმენტაცია სახეზე – სწორედ ასე აღწერენ მის გარეგნობას ისტორიკოსები. როგორც ჩანს, გრიმიორებმა ძალიან მოინდომეს, რადგან 27 წლის რობის ცნობა ახალ როლში, ფაქტობრივად შეუძლებელია.
გამოცემამ Entertainment Weekly „ინსტაგრამის“ ოფიციალურ გვერდზე ფილმის პირველი ოფიციალური კადრები განათავსა. მათზე სირშა რონანის ამოცნობაც შეიძლება, რომელიც მარგოს ფილმში პარტნიორობას უწევს.
ფილმი დედოფლებს შორის დაპირისპირებას ეძღვნება, რომლის დროსაც სტიუარტი სამეფო ტახტიდან საკუთარი ბიძაშვილის გადაგდებას ცდილობს.
ფილმის პრემიერა 2018 წლის ნოემბერში შედგება.


