ნიუ-იორკში, კოგონდას ახალი ფილმის – A Big Bold Beautiful Journey პრემიერა შედგა. კინოსურათში მთავარ როლებს, კოლინ ფარელი და მარგო რობი ასრულებენ.
ეს უკანასკნელი ჩვენებაზე ტიერი მუგლერის საარქივო ლუქით წარდგა. საღამოსთვის მსახიობმა დიზაინერის 1998 წლის გაზაფხული/ზაფხულის მაღალი მოდის კოლექციის შავ-თეთრი კორსეტიანი კაბა ღრმა დეკოლტეთი მოირგო.
,,დიდი გაბედული მშვენიერი თავგადასავალი” ქართულ კინოგაქირავებაში, 18 სექტემბერს ჩაეშვება.
აღსანიშნავია, რომ რობი ფილმის ლოდონურ პრემიერასაც მუგლერის ვინტაჟური აუთფიტით დაესწრო. ვარდისფერი ბიუსტჰალტერი და ქვედაბოლო, რომელიც მას ეცვა, 1998 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდან იყო.

შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 14 თებერვალს მარბო რობის მონაწილეობით, ემილი ბრონტეს რომანის – ,,ქარიშხლიანი უღელტეხილი” ეკრანიზაცია გამოვა. 1847 წლის ნაწარმოების ახალი კინო ადაპტაცია ,,სოლტბერნის” რეჟისორს, ემერალდ ფენელს ეკუთვნის და მასში რობის პარტნიორობას, ოსტინ ბატლერი უწევს.