მარგო რობი, რომელიც გუშინ „ოსკარის“ ერთ-ერთი მთავარი კატეგორიის, „ქალის საუკეთესო როლის“ ნომინანტი გახდა ფილმით „მე, ტონია“, ფილმის პრემიერებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ესწრება. ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და პარიზში მან ფილმი უკვე წარადგინა, ამჯერად კი, ლამაზმანი მშობლიურ ავსტრალიას, კერძოდ კი სიდნეის ესტუმრა.
27 წლის მსახიობი წითელ ხალიჩაზე აბრეშუმის კაბაში გამოჩნდა, რომელსაც ექსტრემალურად ამოღებული დეკოლტე ჰქონდა. აქსესუარებიც და მაკიაჟიც რობის პასტელურ ტონებში ჰქონდა, რაც საკმაოდ გემოვნებიან ნაკრებს ქმნიდა.
შეგახსენებთ, რომ ფილმში მსახიობი ცნობილი მოგიგურავის, ტონი ჰარდინგის როლს ასრულებს, რომელიც საკმაოდ სკანდალური სპორტსმენი იყო.