LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჭაჭუა: „გადავწყვიტე ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ.. უარი ვთქვი კოსმეტიკაზე, ბევრს დავეხმარე კომპლექსების გადალახვაში“ – როგორია ცხოვრება ვიტილიგოს დიაგნოზით

251
კოპლ მზააა

როგორია ცხოვრება ვიტილიგოს დიაგნოზით – ამ საკითხზე „კოპლისთორის“ დამფუძნებელი, კოპლებიანი გოგონა – მარიამ ჭაჭუა „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში საუბრობს და მაყურებელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

როგორც მარიამი ამბობს, პატარ-პატარა კოპლების გაჩენა სხეულზე სტრესმა გამოიწვია, მისი განსხვავებული გარეგნობის გამო კი ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი.

„ვიტილიგო დამემართა შიშისგან, როცა სამზარეულოში მარტო ვიყავი.. უეცრად ყველაფერი მოწყდა და თეფშების მსხვრევის ხმა რომ გავიგე და ჭრილობები მივიღე, დიდ სტრესში ჩავვარდი.. ამ დღიდან დაიწყო ჩემს სხეულზე პატარ-პატარა თეთრი კოპლები..

ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც რთული იყო ეს სიახლე.. იყო ბულინგი თანატოლებისგან და უფროსებისგან.

ამ გარემოებაც დამაკომპლექსა და მაიძულა სახლში დავრჩენილიყავი, რადგან მივხვდი, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ჩემთვის აღარ იყო სასიამოვნო.

ამდენმა დამალვამ მიმახვედრა, რომ ჩემი ცხოვრებით აღარ ვცხოვრობდი, ვფიქრობდი სხვა მიმიღებდა თუ არა, მოვეწონებოდი თუ არა..

„საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. პირველ რიგში, უარი ვთქვი კოსმეტიკაზე… ბევრს დავეხმარე კომპლექსების გადალახვაში,“- ამბობს მარიამი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g