LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ჯაში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის პატიებას ითხოვს

157

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო პატიებას ითხოვს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს  – ოპოზიციის კვოტით გათვალისწინებული კანდიდატის არჩევას ემსახურებოდა. კომიტეტის თავმჯდომარე პატიებას ითხოვს იმათგან, ვინც მისი გადაწყვეტილება შეურაცხყოფად მიიღო.

20 წელია ვცდილობ ჩემ ქვეყანას და ეკლესიას საქმით დავუმტკიცო სიყვარულიც და პატივისცემაც. ძალიან მერიდება საკუთარ თავზე საუბარი რომ მიწევს… მაგრამ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შემაძლებინა იმ პროფესიონალურმა გზამ და პროგრამებმა – იმუნიზაციის, შიდსის, მალარიის, C ჰეპატიტის თუ სოლიდარობის ფონდის – რომელთა უკან ვიდექი პირველი ან სულ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. საყოველთაო ჯანდაცვის დოკუმენტიც, ისე მოხდა, რომ ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა მთავრობაში, მაგრამ ამ პროგრამის სათავეებთან ბევრი ადამიანი ვიდეგით დავით სერგეენკოს ხელმძღვანელობით.

ზუსტად ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შექმნის იმედი მაქვს დღეს უკვე განათლების, მეცნიერების და კულტურის მიმართულებებით.

სისტემურ რეფორმებთან ერთად ვცდილობ სამივე სფეროში ჩვენი ეკლესიის როლი წარმოჩინდეს ისეთი განსაკუთრებული მნიშვნელობით, რომელსაც ჩვენი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 17-საუკუნოვანი ნამოღვაწარით იმსახურებს-  წერს მარიამ ჯაში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

https://www.facebook.com/mariam.jashi/posts/1612909418786178

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g