LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიამი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გონებაგახსნილი ადამიანი და თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელი.. მიხარია, რომ ეს კითხვა სახეში გაგაწნათ“ – ტორესა მოსი მარიამ გულედანზე

759
ing (2)

მომღერალ აჩიკო გულედანის შვილის, მარიამ გულედანის მიერ ერთ-ერთ გადაცემაში ჰაგიოგრაფიასა და გრიგოლ ხანძთელზე ნათქვამმა, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია.

„კითხვების დასმის არ მოგერიდოს…რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ იცოდე” – აჩიკო გულედანი შვილს საჯაროდ მიმართავს

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მწერალი ტორესა მოსი და წერს, რომ მარიამი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გონებაგახსნილი ადამიანი და თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი.

„თუკი ბავშვს ვეტყვით, რომ სწავლის მიზანი არის დიპლომი, ჩაბარება, სპეციალისტად გახდომა, წარმატება, კაი ცხოვრება, გამდიდრება და ა.შ. და ა.შ., მაშინ ერთ მშვენიერ დღეს ის დასვამს სავსებით ლოგიკურ კითხვას, რომ თუ აპირებს გახდეს პროგრამისტი, რაში სჭირდება ქართველი ერის ისტორია? და ცხადია, თუკი ბავშვს მიზნად ზემოხსენებული არაარსებითი რამეები დაუსახეთ თავში, ვერასოდეს გასცემთ ლოგიკურ, დასაბუთებულ და არგუმენტირებულ პასუხს.

კითხვაზე – რატომ უნდა ვისწავლო ესა თუ ის რამ, არსებობს ერთადერთი პასუხი: იმიტომ, რომ საინტერესოა. ზოგადად სწავლას აქვს ერთადერთი საფუძველი: ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, სამყაროს შეცნობის სურვილი.

ქართველი ერის ისტორია მხოლოდ ერთი რამის გამო შეიძლება გაინტერესებდეს, გაიგო ვინ ხარ, როგორია შენი კულტურული კოდები, რა აყალიბებს შენ გარშემო იმ რეალობას, რომელშიც აპირებ ან არ აპირებ ცხოვრებას? და ა.შ.

ბავშვებზე კი ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავზე გავბრაზდეთ, რომ მერამდენე თაობას ვუკლავთ ყველაზე ჯანსაღ რამეს, ინტერესს, ცნობისმოყვარეობას, სამყაროს შეცნობის სურვილს, იმის გამო, რომ ვერ მოვახერხეთ ბავშვთა კოლონიები, რომლებსაც სკოლა მხოლოდ სახელად ჰქვია, მართლა საგანმანათლებლო ადგილებად გვექცია.

ბავშვებზე ნუ ბრაზობთ, საკუთარ თავებზე გაბრაზდით და თუ შვილს უთხარით, რომ სწავლა მუშაობისთვის, გამდიდრებისთვის, წარმატებისთვის და სხვა სისულელეებისთვის სჭირდება, ნუ გაგიკვირდებათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ ლოგიკურ კითხვას დაგისვამთ და თქვენ პასუხი არ გექნებათ. ჩვენი ბრალია!

P.S. მარიამი არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გონებაგახსნილი ადამიანი და თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. მიხარია, რომ ეს კითხვა სახეში გაგაწნათ. და კი, მეც იმავეს ვეკითხებოდი ყველას და ვერავინ მპასუხობდა, სანამ მე თვითონ არ ვიპოვე ამ კითხვის პასუხი“, – წერს ტორესა მოსი.

 

თუკი ბავშვს ვეტყვით, რომ სწავლის მიზანი არის დიპლომი, ჩაბარება, სპეციალისტად გახდომა, წარმატება, კაი ცხოვრება,…

Posted by Toresa Mossy on სამშაბათი, 06 თებერვალი, 2024

 

ცნობისათვის, მარიამმა „ტვ პირველის“ შუადღის გადაცემის ეთერში ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებზე საუბრის დროს განაცხადა:

„მომეწონა აბო და შუშანიკი, მაგრამ გრიგოლ ხანძთელის წაკითხვისას რა დროც დავხარჯე, მინდა ვინმემ დამიბრუნოს, იმიტომ, რომ მაგას ვერავინ დამიბრუნებს. მგონია, რომ მაგის წაკითხვა არავის არაფერში გამოადგება, ეს ყველაფერი შეიძლება ისწავლო ისტორიაში, პარაგრაფში.

რაიმე რთული კი არ არის, ბავშვებს ასწავლიან და აზეპირებინებენ. მე გრიგოლ ხანძთელის ლიტერატურულ ღირებულებას ვერ ვხედავ, კი ბატონო, ისტორიულად საინტერესოა და ისტორიაში ისწავლე, უბრალოდ მისი მხატვრული ღირებულება ჩემთვის ნულის ტოლია, თორემ შუშანიკი და აბო პერსონაჟები არიან, საინტერესოა… გრიგოლ ხანძთელი არ მგონია, რომ საინტერესო საკითხავია, უბრალოდ უნდა წაიკითხო, რომ ისტორია იცოდე, რა მოხდა“.

„შენ გზაზე იარე დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ.. მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ“ – ნინი ბუკია შვილს, მარიამ გულედანს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g