LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი.. მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე“ – კარლო პონტი

1500
BeFunky-collage123412 3 4sdf (39)

რადიო თავისუფლების პროექტის „შვილი“ ახალ ეპიზოდში ცნობილი მუსიკოსი კარლო პონტი საუბრობს დედაზე, ლეგენდარულ მსახიობ სოფია ლორენზე და ასევე იხსენებს დედისა და მეუღლის, მარიან შარმანაშვილის პირველი შეხვედრას.

კარლო პონტის თქმით, დედა განსაკუთრებულად ლამაზი იყო:
„მისი სილამაზე ადამიანზე ახდენს ჯადოსნურ ეფექტს. დედას ძალიან რთულად შეეძლო ასეთი სილამაზის ატანა, რადგან მუდმივად ფიქრობდა, რატომ უყურებენ ადამიანები ასე…“

მუსიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სოფია ლორენი სიღარიბეში გაიზარდა და ომის დროს ოჯახი ვირთხებს ჭამდა, რის გამოც მან იცოდა, რა არის გაჭირვება.
„შინაგანად ყოველთვის ატარებდა რაღაც არისტოკრატულს. როცა ჩემს სახელს გუგლში შეიყვანთ, პირველი რაც ჩანს, არის „სოფია ლორენის შვილი“. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ამავე დროს, დიდი სიამაყე.“

კარლო პონტიმ ასევე გაიხსენა დედისა და მეუღლის პირველი შეხვედრა ჟენევაში:
„ჟენევაში ჩავედით. მარიამი თავის საყვარელ შვილთან ერთად იყო, რომელმაც სრულიად მოხიბლა დედაჩემი, როგორც ქართველი პატარა პრინცი, დიდი შავი თვალებით, და მანაც ეგრევე გამოხატა თანხმობა ქორწინებაზე“, – იხსენებს კარლო პონტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g