LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანა და კოკაინი შეიძლება: რუსეთის მუნდიალზე ნარკოტიკები დაუშვეს

46

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, გულშემატკივრებს უფლება ექნებათ სტადიონზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები შეიტანონ. მათ ამის გაკეთება იმ შემთხვევაში შეეძლებათ,თუ რეცეპტს წარადგენენ, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების სამედიცინო მიზნებისათვის გამოყენების საჭიროებას დაადასტურებს.
შესაბამისად, უცხოელ ფანებს, რომლებიც ჩემპიონატზე დასასწრებად ჩავლენ რუსეთში, ქვეყანაში აკრძალული უამრავი ნივთიერების შეტანა შეეძლებათ. მათ შორისაა მარიხუანა, ამფეტამინი და კოკაინიც.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის ქალაქებში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები