LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიხუანას ადგილი NBA-ში არ არის

53

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კომისარი ადამ სილვერი კონსერვატული შეხედულებების მიმდევარია. როგორც მან განაცხადა, არ მისცემს NBA-ის კალათბურთელებს მარიხუანას გამოყენების უფლებას.

„მარიხუანას მიღება კანონიერია ზოგიერთ შტატში, მაგრამ როგორც იცით, ჩვენი მოთამაშეები მუდმივად მოგზაურობენ და სწორედ აქ შეიძლება იყოს დაგებული ხაფანგი. თუ კალათბურთელები იმოგზაურებენ მარიხუანასთან ერთად, ცხადია, მათ პრობლემები ელოდებათ”, – ამბობს სილვერი NBA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მარიხუანა ლეგალურია რამდენიმე შტატში, სადაც NBA-ის გუნდები გამოდიან. ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის ყველა შტატში სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეიძლება მარიხუანას შეძენა სამკურნალო მიზნით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები