LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა ბერიძე: „ჩემი ყოფილი მეუღლე რვა წელია, თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის…“

2555
marinaberidzxe

თათია შარანგიას კითხვაზე, რა გახდა 42 წლის შემდეგ მარინა ბერიძისა და ზურაბ ლალიაშვილის დაშორების რეალური მიზეზი, ცნობილმა მუსიკალურმა პროდიუსერმა ასე უპასუხა:

„ძალიან დიდხანს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ მე ვამბობდი, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც სერიოზულად არ აღმიქვამდა. და მართლა, იცი? მერე ბევრი დოზით გავხდი… მეუღლის ნაკლებობაც ჰქონდა და აღიზიანებდა კიდეც…. 90-იანებიდან წამოვიდა ქალების აქტიურობა, სხვა გზა არ გვქონდა… მერე ისე მოხდა, რომ სამი სამსახური, ხუთი პროექტი ერთად მქონდა, ღამე მოვდიოდი, დილით მივდიოდი… მუშტი რომ დაერტყა, არ ვიცი, რას ვიზამდი… ვერ მეტყოდა, სამსახურებს თავი დაანებეო, იმიტომ, რომ ეს კომფორტის ზონაა“.

როგორ ქალებთან გარბიან კაცები? ამ კითხვაზე მარინა ბერიძის პასუხი ამგვარია:

„ძალიან გვიან მივხვდი. ხომ არის რაღაც, რაც ვერ წამოგიდგენია… მე ის როგორი ქალია არ ვიცი. რა თქმა უნდა, ნანახი მყავს. ახალგაზრდაა და ლამაზი…“

„გინდა დაიჯერე და გინდა – არა. რვა წელია, თვალით არ მინახავს და რომ ვნახო, არ ვიცი, ვინ არის, არ ვიცნობ…“, დასძენს მუსიკალური პროდიუსერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები