LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა კაჭარავა: „მადლიერება თურმე წამალია, ადამიანი თუ მადლიერია, შეიძლება მისი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“

976
---2020-07-28-06-14-37-569704

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ მადლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც კაჭარავა აღნიშნავს, მადლიერება წამალია.

„​მადლობის თქმის და მადლიერების დროს, თავის ტვინში მადლიერების ცენტრი აქტიურდება, რომელიც არის ლიმფური სისტემა. ის აკონტროლებს ჩვენს ემოციურ სფეროს. ამ დროს იწყება ენდორფინების, სიამოვნების ჰორმონის გამოყოფა. ადამიანი თუ მადლიერია, მასში ხდება ენდორფინების გამოყოფა. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობაც კი გაუმჯობესდეს.

ბევრი მეცნიერი მიხვდა ამას, რომ მადლიერება თურმე წამალია. მე რომ მადლიერი ვარ, ჩემთვის არის კარგი და არა მისთვის, ვისი მადლიერიც ვარ. დილას ვიწყებ მადლობით და საღამოს ვამთავრებ მადლობით, იმიტომ, რომ ეს დღე მშვიდობიანად დაამთავრა, ყველა სახლშია, ყველა ჯანმრთელია, მადლობა ღმერთს ამისთვის!

ადამიანს აქვს რესურსი.​ არასდროს არ გეძლევა ისეთი სიმძიმე, რომელსაც ვერ ასწევ. უბრალოდ იმ რესურსს ვერ პოულობ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რომ აწიო ის პრობლემა. თუ ამ რესურსს მოიძიებ, მისი აწევაც შესაძლებელია. უფალი ამ რესურსს ყოველთვის გაძლევს. ვისაც ამის არ სწამს, ადამიანურ რესურსებსაც რომ ჩაუღრმავდეს, საკუთარ თავში ძალიან ბევრს დაინახავს. ადამიანი მადლობელი უნდა იყოს ყოველდღე, რომ კიდევ ერთი დღე გათენდა,“ – აღნიშნა მარინა კაჭარავამ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g