ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს თემაზე, როგორ მივცეთ შვილებს დამოუკიდებლობა და ამბობს:
„როცა ახალი ოჯახის წევრი შემოდის, როგორც კი იწყება მისი გადაკეთების მცდელობა, რომ ჩვენს ოჯახში ასეთი რამ არ შეიძლება და ჩვენ ასეთი ტრადიციები გვაქვს, ჩაეწერება ამ ტრადიციებში, თუ ამას სიყვარულით მივაწოდებთ. არასდროს ებრძოლო, იმიტომ, რომ ბრძოლით აძლიერებ იმას, რაც არ მოგწონს. საერთოდ არ არის პირობა წასაყენებელი ჩემი რძლისა და სიძისთვის, რადგან ჩემი შვილი სხვა ადამიანია, პიროვნებაა და ეს მისი ცხოვრებაა…“