LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიონ კოტიარი ვუდი ალენთან თანამშრომლობის გამოცდილებას შეცდომას უწოდებს

87

მარიონ კოტიარი იმ მსახიობების რიცხვს შეუერთდა, ვინც ვუდი ალენთან თანამშრომლობის გამოცდილებას შეცდომას უწოდებს და ცნობილ რეჟისორთან ყოველგვარ თანამშრომლობას და ურთიერთობას წყვეტს.

მარიონმა, რომელმაც ალენთან ფილმზე „შუაღამე პარიზში“ იმუშავა, The Hollywood Reporter-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „არ მგონია, რომ ოდესმე კიდევ ვიმუშაოთ ერთად, რადგან ჩვენი ერთობლივი მუშაობის გამოცდილება ძალიან უცნაური იყო. მისი რამდენიმე ფილმი მომწონს, მაგრამ გადასაღებ მოედანზე ჩვენს შორის კავშირი ვერ შედგა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები