დღეს მექსიკური სერიალების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და კაშკაშა ვარსკვლავს, ედიტ გონსალესს გავიხსენებთ. ედიტი პირველად ეკრანებზე გამოჩნდა ცნობილ მექსიკურ ტელენოველაში „მდიდრებიც ტირიან“, რომელიც ყველა დროის ყველაზე მოთხოვნად სერიალად ითვლება. ახალბედა მსახიობისთვის უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა სერიალში მონაწილეობა, სადაც მთავარ როლს ვერონიკა კასტრო ასრულებდა. მარისაბელის როლმა ედიტს საქვეყნო აღიარება მოუტანა. მალევე ედიტი და ვერონიკა ისეც შეხვდნენ ერთმანეთს სერიალ „ველური ვარდი“ გადაღებებზე.
ამას მოჰყვა ედიტის პირველი მთავარი როლი ტელესერიალში „ველური გული”, სადაც მონიკას როლმა ის ნამდვილ ვარსკვლავად აქცია. ედიტის შესახებ საუბრობდა ყველა, ის მამაკაცების ნამდვილი კერპი იყო. არანაკლებ პოპულარული იყო 2001 წლის სერიალი „სალომეა“, სადაც ედიტმა ასევე მთავარი როლი შეასრულა, ხოლო კარიერის დასასრულს, პოპულარულ ტელენოველაში „დონა ბარბარა“ გამოჩნდა.
სხვათა შორის „დონა ბარბარას“ მის საბედისწერო როლს უწოდებენ, რადგან სერიალში ედიტის გმირი იღუპება. სერიალის გამოსვლიდან მალევე ედიტს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალობა წარმატებით დასრულდა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ სიმსივნემ პროგრესირება დაიწყო, მსახიობი 2019 წელს, 54 წლის ასაკში დაიღუპა. ედიტს დარჩა ქალიშვილი კონსტანსა, რომელიც პოლიტიკოს სანტიაგო კრილსისგან შეეძინა. ედიტი მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული ლორენსო ლასო მარგაინაზე.