LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტამ შემიცვალა და გამილამაზა ცხოვრება… მე შეიძლება დილის 5 საათზე გავაღვიძო და ვუთხრა „მარიტა მიყვარხარ“ – გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე

581
Untitled design (2)

ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი ცოლი მარიტა მელიქიშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.

„რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, რომ გიორგი გამეცნო სპექტაკლზე მაგრამ, სხვა გარემოში აღმოვჩნდით ერთად. ყველაფერი მომეწონა მისი, უფრო გამოხედვა… პატარაობიდანვე დიდ ადამიანებთან მომწონდა ურთიერთობა და ზუსტად გიორგისნაირი ადამიანი იყო ჩემს წარმოსახვაში. აუცილებლად უნდა ჰქონოდა წვერი, უნდა ყოფილიყო სიმპათიური, შარმიანი და განათლებული“, – ამბობს მარიტა.

გიორგი გასვიანის თქმით, მარიტამ მისი ცხოვრება შეცვალა და გაალამაზა.

„არ ვარ გამორჩეულად რომანტიკოსი. 50-50-ზეა, არის რაღაც მომენტები, რასაც საჯაროდ გამოხატავ მაგრამ, არის მომენტებიც, როცა ამას გამოხატავ შენს სივრცეში, რომელიც გაცილებით ინტიმურია. მარიტამ შემიცვალა და გამილამაზა ცხოვრება, შემცვალა. იმდენად დიდი დოზით თბილი ადამიანია, რომ საზღვარი არ აქვს ამ სითბოს. შეუძლია ყოველთვის მითხრას, რომ ვარ სიმპათიური და საყვარელი. ხანდახან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, რადგან ჩემზე მეტი დოზით აკეთებს ამას და მე შეიძლება დილის 5 საათზე ვუთხრა, რომ მარიტა მიყვარხარ“, – ამბობს გიორგი.

 

♡ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი

♡ გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
#პრაიმშოუ
#აქსიყვარულია
#აქიმედია

Posted by პრაიმშოუ • PrimeShow on Wednesday, 15 February 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g