თვეზე მეტია, ოჯახი ახალგაზრდა ბიჭს ეძებს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ცოლი სალომე ქურასბედიანი და დედა ინგა ფერაძე ავრცელებენ.
„ხალხო, გაიზიარეთ გთხოვთ, ისე აზრი არა აქვს არც კომენტარებს, არც სმაილებს… რაც მეტი გაზიარება ექნება, მით მალე მივა ადრესატამდე, მარჯვენა ხელზე აქვს სვირინგი ლოტოსის ყვავილი“, – წერს სოციალურ ქსელში ინგა ფერაძე.
როგორც ცნობილია, მამაკაცი 25 აპრილიდან არავის უნახავს.