LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის უკან, კონკრეტული პირები დგანან – შეხვედრა პარლამენტის წევრებთან

41

შსს-ს მიერ წარდგენილი პროექტით უკმაყოფილო მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის წევრებს შეხვდნენ. მოგეხსენებათ, რომ ახალი რეგულაციების შემოღების ფარგლებში აიკრძალება მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია. ამ თემით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა თბილისის ქუჩებში უკვე ორჯერ მოაწყვეს საპროტესტო მსვლელობა, თუმცა, ამჯერად, უკმაყოფილება უშუალოდ პარლამენტის წევრებს გაუზიარეს.

შეხვედრისა და აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის ”ეკო ტრანსპორტ ცენტრის” დირექტორი ვასო ურუშაძე გახლავთ, შესაბამისად შეხვედრის დეტალების გასაცნობად სწორედ მას დავუკავშირდით.

“ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკო ტრანსპორტ ცენტრი” აწარმოებს ადვოკატირების კამპანიას, შსს-ს ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წინააღმდეგ, კერძოდ, არ ვეთანხმებით, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასა და მეორად ავტომობილებზე განბაჟების სისტემის მკვეთრ ცვლილებებს.

რადგან კანონპროექტი დარეგისტრირებულია პარლამენტში და ჯერი პარლამენტის წევრებზეა, ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ავტოიმპორტიორმა კომპანიება, დილერებმა, იაპონური ავტომობილების ავტოკლუბებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, ვისზეც უარყოფითი გავლენა იქონია აღნიშნულმა კანონპროეტმა ან უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო არ ეთანხმება აღნიშნულ რეგულაციებს, დავიწყეთ აქტიური კონსულტაციები პარლამენტის წევრებთან.

დღეს შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის ნაციონალური მოძრაობის ფრაქციასთან შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად  ჩაიარა. პარლამენტის წევრებმა უშუალოდ პირველი წყაროდან მოისმინეს ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგება საზოგადოება და ბიზნეს სექტორის გარკვეული ნაწილი აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ცალსახად იზიარებნ ჩვენს მდგომარეობას და შეიძლება ითქვას ერთნაირი შეხედულება და პოზიცია გვაქვს აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებაში.

როგორც მათ აღნიშნენ, ისინი საკომიტეტო მოსმენებზე აქტიურ ოპონირებას გაუწევენ უმრავლესობის წევრებს, ვინც მხარს უჭერს კანონპროექტის დამტკიცებას.

გარდა ამისა მომავალში, სანამ საკომიტეტო მოსმენები დაიწყება, ვგეგმავთ შევხდეთ საქართველოს პარლამენტის ყველა  სხვა ფრაქციას, უშუალოდ მივიტანოთ ინფორმაცია დეპუტატებამდე და შევიდეთ პირდაპირ კომუნიკაციაში.”  – აცხადებს ვასო ურუშაძე.

როდის გაიმართება მომდევნო შეხვედრა და თუ ფირქობთ, რომ შეხვედრები რაიმე შედეგს გამოიღებს?

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციასთან. ვფიქრობთ, რომ თებერვლის ბოლომდე, სანამ დაიწყება საკომიტეტო მოსმენები, შევხდეთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ვინც ჩვენთან შეხვედრას დათანხმდება. ვფიქრობთ, რომ ჩვენი შეხვედრები შედეგს გამოღებს, პარლამენტის წევრებს რეალურად არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა უკუკავშირია აქვთ აღნიშნულ კანონპროექტებს.

რა თქმა უნდა ჩვენ მხოლოდ ამ შეხვედრებით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ სამოქალაქო კამპანიას, გავმართავთ საპროტესტო აქციებს და კანონის  ფარგლებში მიმავრთავთ პროტესტის ყველა ფორმას. ჩვენ ასევე მზად ვართ, კანონპროეტის დამტკიცების შემთხვევაშიც კი გავასაჩივროთ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში.

ასევე შეხვედრაზა გაისმა მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია  მთავრობის  ინიციატივის უკან გარკვეული პირების ბიზნეს ინტერესები იმალებოდეს. ეს მოსაზრება რამდენიმე ავტოდილერმა გამოთქვა, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც არ უარყვეს.